პოლიგრაფიული სემინარი 2014
2014 წლის 3 ივნისს ჰაიდელბერგ ჯორჯიას ორგანიზებით, შერატონ მეტეხი პალასში, ჩატარდა სემინარი პოლიგრაფიულ თემებზე, რომელსაც ესწრებოდნენ პოლიგრაფიული ინდუსტრიის წამყვანი სტამბები.
სემინარი ჩაატარა ჰაიდელბერგ დსთ – ან მოწვეულ, მთავარ ტექნოლოგს – დიმიტრი ჩერეპოვსკის, რომელიც შედგებოდა სამი ნაწილისგან:
1. FlintGrop-ის საღებავების აღწერილობა და მათი სწორად გამოყენების და შერჩევის წესები;
2. LE UV და LED UV ბეჭდვის ტექნოლოგის პრინციპები;
3. სხვადასხვა ტიპის ლაქირება, ტექნოლოგიური პრობლემები და მათი გადაჭრის ხერხები.
ასევე წარმოდგენილი იყო, უახლოესი სიახლეები პოლიგრაფიაში, მოეწყო ახალი პროდუქტების და ტექნოლოგიებს პრეზენტაციები,
ხოლო დასკვნითი ნაწილი დაეთმო კითხა-პასუხის რეჟიმს, სადაც დასმული იქნა ბევრი შეკითხვა ადგილობრივ სტამებში არსებული პრობლემების შესახებ, რაზეც ამომწურავი პასუხები იქნა გაცემული მოწვეული სპეციალისტის მიერ.