საღებავის ნელი შრობის პრობლემა და ქაღალდის დასტაში ანაბეჭდიდან საღებავის მომდევნო ფურცელზე გადასვლა
ტექნოლოგიური რეკომენდაციები
საღებავის ნელი შრობა და ქაღალდის დასტაში ანაბეჭდიდან საღებავის გადასვლა მომდევნო ფურცელზე
Print Media Academy-ს
კოლექტივი
საღებავის აპარატის და დანამვის სისტემის ლილვები
ძვირფასო მკითხველო!
აღნიშნული გამოშვება მიეძღვნა Heidelberg-ის ოფსეტური საბეჭდი მანქანების საღებავის აპარატს და დანამვის სისტემას. იგი შეიცავს ინფორმაციას ლილვებთან დაკავშირებით, რომელიც აუცილებელია ბეჭდვითი პროცესების ეფექტურობის და ანაბეჭდის მაღალი ხარისხის მისაღწევად.
წარმოდგენილ სტატიებში აღწერილია ლილვების მომსახურების და გამოყენების საფუძვლები. აღნიშნული ინფორმაციის გამოყენებით, თქვენ შეძლებთ სტამბაში გაუთვალისწინებელ დაყოვნებების დროის შემცირებას და მიაღწევთ წარმოების შთამბეჭდავ სტაბილურობას. ამის გარდა, თქვენ შეძლებთ რეზინის ლილვების ცვეთის შენელებას, და სტამბის წარმადობის გაზრდას. ჩვენ დარწმუნებული ვართ მიღებული ინფორმაცია თქვენთვის ძალიან საინტერესო იქნება.
Print Media Academy-ს
კოლექტივი
როგორ შევუკვეთოთ საიტიდან
თუ როგორ შევუკვეთოთ საიტიდან სახარჯი მასალები ან სათადარიგო ნაწილები, იხილეთ მცირე სასწავლო ვიდეო:
პრობლემების გადაჭრა საბეჭდ საამქროში
ძვირფასო მკითხველო!
ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი, რომლებიც გავლენას ახდენს ნაბეჭდი პროდუქციის ხარისხზე, გარდა საბეჭდი მანქანისა, არის საბეჭდი მასალა და საღებავი, ასევე გარე ფაქტორები, როგორიცაა ტენიანობა და ტემპერატურა შენობაში. თუ თქვენ გექმნებათ პრობლემები, რომლის აღმოფხვრისთვისაც ხშირად დიდი დრო გჭირდებათ. აღნიშნული სახელმძღვანელო სტამბაში ხშირად გამოგადგებათ.
Print Media Academy-ს
კოლექტივი
დანამვის ხსნარი ოფსეტურ ბეჭდვაში
ოფსეტურ ბეჭდვაში დანამვის ხსნარი, საბეჭდი ფირფიტების და საღებავის შემდეგ, ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია. მათი ოპტიმალური ურთიერთქმედება ძალიან დიდი ტირაჟების შემთხვევების დროსაც კი, პირველიდან უკანასკნელ ანაბეჭდამდე, უზრუნველყოფს ბეჭდვის საუკეთესო ხარისხს. აღნიშნული სახელმძღვანელო დაგეხმარებათ, სიღრმისეულად აითვისოთ დანამვის ხსნარის თვისებები, შემადგენლობა და მისი გამოყენება ბეჭდვაში
Print Media Academy-ს
კოლექტივი
ფერის მართვის პროფესიონალური რჩევები
მკვეთრი ფერები მაღალ ხარისხიან ზედაპირზე, რომელიც ორიგინალს ზუსტად შეესაბამება, – ეს ის არის რითაც განსხვავდება მაღალი კლასის ნაბეჭდი პროდუქცია. ზუსტი ფერების მიღებისას, ბეჭდვამდელი და ბეჭდვის მოსამზადებელი უამრავი ფაქტორია გასათვალისწინებელი. სტამბის საწარმოო პროცესში მომუშავე სხვადასხვა ტიპის დანადგარები, სახარჯი მასალები და სხვა. მათი მცირე ცვლილებაც კი ცვლის საბოლოო ანაბეჭდის შესაბამისობას ორიგინალთან. ფერის მართვის სისტემა დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში. ბროშურის ამ გამოშვებაში „პროფესიონალური რჩევები“, ჩვენ მოგითხრობთ ყველაზე ტიპიურ შეცდომებზე და მოგცემთ რეკომენდაციებს ფერის მართვის სფეროში. მოხარული ვიქნებით თუ აღნიშნული პუბლიკაცია დაგაინტერესებთ.
Print Media Academy-ს
კოლექტივი