ფერის მართვის პროფესიონალური რჩევები
მკვეთრი ფერები მაღალ ხარისხიან ზედაპირზე, რომელიც ორიგინალს ზუსტად შეესაბამება, – ეს ის არის რითაც განსხვავდება მაღალი კლასის ნაბეჭდი პროდუქცია. ზუსტი ფერების მიღებისას, ბეჭდვამდელი და ბეჭდვის მოსამზადებელი უამრავი ფაქტორია გასათვალისწინებელი. სტამბის საწარმოო პროცესში მომუშავე სხვადასხვა ტიპის დანადგარები, სახარჯი მასალები და სხვა. მათი მცირე ცვლილებაც კი ცვლის საბოლოო ანაბეჭდის შესაბამისობას ორიგინალთან. ფერის მართვის სისტემა დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში. ბროშურის ამ გამოშვებაში „პროფესიონალური რჩევები“, ჩვენ მოგითხრობთ ყველაზე ტიპიურ შეცდომებზე და მოგცემთ რეკომენდაციებს ფერის მართვის სფეროში. მოხარული ვიქნებით თუ აღნიშნული პუბლიკაცია დაგაინტერესებთ.
Print Media Academy-ს
კოლექტივი