Suprasetter A52-A75

კომპაქტური და ყველაზე წარმატებული CtP platesetter-ია თავის კლასში. აღნიშნული platesetter-ი საწყისი დონისაა, მაგრამ  თავისი ტექნიკური და საექსპლოატაციო მახასიათებლებით თავის “უფროს” მოდელებს არაფრით არ ჩამოუვარდება.

 

 

 

განუმეორებელი ტექნოლოგია და კომპაქტური დიზაინი. მცირე და საშუალო ფორმატის Suprasetter-ის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მახასიათებელია კომპაქტურობა.

უახლესი ტექნოლოგია. Suprasetter А52/A75-ში გამოყენებულია იგივე ლაზერული ტექნოლოგია, რომელსაც იყენებენ დანარჩენი კლასის Suprasetter-ები. ეს იმას ნიშნავს რომ, ამ მოდელებზე დამზადებული ფორმების ხარისხის დონე იგივეა რაც მსხვილფორმატიან Suprasetter-ებში.

ფირფიტების დაშუქება ავტომატურ რეჟიმში Auto Top Loader-ის საშუალებით. მიმწოდებელი Auto Top Loader (ATL) წარმოადგენს კასეტურ მოწყობილობას, რომელიც თან ერთვის თუ დამკვეთი მოითხოვს. აღნიშნულის საშუალებით Suprasetter-ი შეიძლება მოდერნიზირდეს, ფირფიტების ხელით მიწოდების სისტემიდან სრულ ავტომატურამდე.  ATL-ს დამონტაჟება შესაძლებელია ნებისმიერ დროს. ფირფიტების სისქიდან გამომდინარე კასეტაში ეტევა 50-დან 100 ფორმამდე.

ქიმიისგან, ანუ გამჟღავნებისგან თავისუფალი თერმული ფირფიტების გადამუშავების კონფიგურირება. Suprasetter A52/A75 შეიძლება გამოვიყენოთ სხვადასხვა კონფიგურაციით. არსებობს კონფიგურაცია, რომელიც ითვალისწინებს ქიმიური პროცესებისგან თავისუფალი თერმული ფირფიტების დაშუქებას. აღნიშნული მოდელები მომხმარებელს სთავაზობენ მათთვის მისაღებ კონფიგურაციას ყველა ფორმატისთვის. ქიმიისგან თავისუფალი ფირფიტებისთვის მიუერთდება სარეცხი მოწყობილობა, ხოლო გასამჟღავნებელი ფორმებისთვის ონლაინ პროცესორი.

 

მონტაჟი ერთ დღეში. Suprasetter A52/A75 ზე შესაძლებელია ითქვას “შეაერთე და იმუშავე”. შეფუთვიდან გახსნისთანავე, საკმარისია ოპერატორს მოკლედ აღუწერო მუშაობის პრინციპი და წარმოება შეიძლება დაიწყოს დაუყონებლივ.

გარმოს დაცვა - დაბალი ენერგომოხმარება. Suprasetter A52/A75-ი იყენებს ბევრად ნაკლებ ენერგიას, ვიდრე სხვა მცირეფორმატიანი თერმული platesetter-ები. ასევე გამოირჩევა მინიმალური სითბოგამოყოფით. ეს ყველაფერი დადებითად ვლინდება ენერგობალანსისთვის, რადგან თუ ოთახში ჰაერის ტემპერატურა  30°С მაშინ დამატებითი კონდიცირება აღარ არის საჭირო. მინიმალური ენერგომოხმარება მანქანის მუშაობის ხანგრძლივობას ხელს უწყობს, ასევე ხარჯების შემცირებას და ეკოლოგიურ უსაფრთხოებას.

პროგრამული უზრუნველყოფა და RIP-ი მცირე ფორმატებისთვის. კომპანია  Heidelberg-მა სპეციალურად  Suprasetter A52-სთვის ფაილების გასაშვებად მიიღო გადაწყვეტილება გამოეყენებინა პროგრამები Prinect MetaDimension® 52i და  Prinect Imposition Editor. ეს იმას ნიშნავს, რომ ფუნქციები როგორიცაა PDF და PostScript® ფაილების დალაგება და გაშვება, არანაირ პრობლემას არ წარმოქმნის.

 

  Suprasetter A52 Suprasetter A75
Auto Top Loader (ATL) ოპცია ოპცია
Dual Top Loader (DTL) ოპცია ოპცია
წარმადობა 
(ფირფიტა/სთ, მაქს. ფორმატით)
20/27 17/22
გაბარიტები 
(სიგანე × სიღრმე × სიმაღლე)
1,550 × 1,218 × 1,350 მმ 1,550 × 1,218 × 1,350 მმ
მინ. ფირფიტის ფორმატი 
(სიმაღლე x სიგანე)
240 × 240 მმ 240 × 240 მმ
მაქს. ფირფიტის ფორმატი 
(სიმაღლე x სიგანე)
676 × 530 მმ 676 × 760 მმ
მაქს. გამოსახულება 
(სიმაღლე x სიგანე)
656 × 530 მმ 656 × 760 მმ
ფირფიტის სისქე 0.15–0.3 მმ 0.15–0.3 მმ
რეზოლუცია 2,400 dpi, 2,540 dpi 
და ოპციურად 5,080 dpi
2.400 dpi, 2.540 dpi 
და ოპციურად 5.080 dpi
შიდა სახვრეტი სისტემა შესაძლებელია 2 წყვილის დაყენება შესაძლებელია 2 წყვილის დაყენება
სამუშაო ტემპერატურა 17°–30° C 17°–30°C
ტენიანობა 30–70 % 30–70 %
5.080 dpi მაღალი რეზოლუცია ოპცია ოპცია
პროგრამული უზრუნველყოფა Prinect Prepress Manager, 
Prinect MetaDimension, Prinect Shooter
Prinect Prepress Manager, 
Prinect MetaDimension, Prinect Shooter
ელ. ენერგია 1 ფაზა 200–240 V AC (მაქს. 1.2კვ.) 1 ფაზა 200–240 V AC (მაქს. 1.2კვ.)