Suprasetter

ყველაზე წარმატებული CtP სისტემების ოჯახი, ნებისმიერი ფორმატის თერმული ფირფიტებისთვის.

 

Suprasetter იდეალურად ამართლებს თავის სახელს. ლათინური სიტყვა “supra” ნიშნავს “არსებულზე ბევრად უკეთესს”. და მსოფლიოში ყოველდღიურად აღნიშნული მანქანები ამართლებენ მომხმარებლის არჩევანს.

Suprasetter-ი CtP სისტემებში, მსოფლიოში ყველაზე წარმატებულ კლასად ითვლება ნებისმიერი ფორმატისთვის. Heidelberg-მა იცის რამდენად მყარ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს CtP, რათა შეასრულოს თავის ფუნქცია - ეხლაც და მომავალშიც.

ტექნოლოგია რომელზეც დაფუძნებულია სისტემის ფუნქციონირება, უზრუნველყოფს მაღალ ხარისხს. Suprasetter-ის მანქანებში გამოიყენება მხოლოდ Heidelberg®-ის მიერ ექსკლუზიურად შექმნილი ლაზერის მოდულები. შედეგი - მაღალი წარმადობა და მაქსიმალური ხარისხი. ინტეგრირებული ფირფიტების პერფორატორი სტაბილურია და იძლევა მაქსიმალურ სიზუსტეს.

მაქსიმალური საექსპლოატაციო მზადება. Suprasetter-ის ლაზერული სისტემები აღინიშნებიან როგორც მაღალი ხარისხით, ასევე საიმედოობით.  Heidelberg-ის მიერ დაპატენტებული ინტელექტუალური დიოდური სისტემის (IDS) წყალობით, მუშაობის პროცესში ერთი ან რამოდენიმე დიოდის მწყობრიდან გამოსვლის შემდეგაც კი მუშაობა არ წყდება და გრძელდება იმ დიოდებით რომლებიც წესრიგშია.

ეკოლოგიური უსაფრთხოება. კომპანია  Heidelberg-ი ფირფიტების საბეჭდად იყენებს უახლეს ტექნოლოგიას, რომლითაც ფორმების შემდგომი გადამუშავება ხდება ეკოლოგიურად სუფთად და მაღალი წარმადობით. Suprasetter-ის მანქანები საშუალებას იძლევიან იმუშაონ თერმულ ფირფიტებზე, რომლებსაც არ სჭირდებათ  გამჟღავნება. ფირფიტების ასეთ გადამუშავებას მინიმუმადე დაჰყავს ეკოლოგიური უსაფრთხოება, რადგან ქიმიური გავლენა ამ შემთხვევაში გამოირიცხება.

Prinect-ში ინტეგრირება. Prinect-ის სამუშაო გარემოში Suprasetter-ი ავტომატურად ინტეგრირდება. სამუშაოს შესრულების მთელი ინფორმაცია მოწყობილობიდან გადაეცემა Prinect-ის სისტემას და იმართება  Prinect Cockpit-ის სამართავი პანელიდან, რაც სამუშაოს დაგეგმვის და მანქანებზე გადანაწილების იდეალურ გარემოს ქმნის.

მოდულური კონსტრუკცია და მოქნილობა ორიენტირებულია განვითარებისთვის. CtP სისტემაში ინვესტიცია უნდა განხორციელდეს იმის გათვალისწინებით თუ რა სჭირდება დღეს სტამბას. ამიტომაც Suprasetter-ი თავიდან ბოლომდე მოდულური კონსტრუკციითაა შექმნილი. აღნიშნული platesetter-ი შესაძლებელია მოდერნიზირდეს სტამბის მოთხოვნების მიხედვით, ნებისმიერ დროს. კერძოდ, თქვენ შეგიძლიათ უმოკლეს ვადაში მიუერთოთ სისტემას ფორმების ავტომატური მიმწოდებელი. Suprasetter-ი გამოირჩევა მოქნილობით, რაც გამოიხატება სხვადასხვა ფორმატის ფორმების ჩატვირთვით, მაღალი სისზუსტის ფირფიტების პერფორატორით და ავტომატიზაციის მაღალი დონით.

Suprasetter-ის უპირატესობები:

 

  • პერფორირების ინტეგრირებული სისტემა: ინტეგრირებული  პერფორირების  სისტემა ამცირებს საბეჭდ მანქანაზე მომართვის დროს. რის შედეგადაც მცირდება მაკულატურის რაოდენობა.
  • ტემპერატურის სტაბილიზატორი: ფორმების დამზადება ყოველთვის ხდება ზუსტად განსაზღვრული ტემპერატურის რეჟიმში. აღნიშნული იდეალური საფუძველია იმისა, რომ საბეჭდი ფორმა გამოვიდეს მაქსიმალურად ხარისხიანი, რომელიც თავის მხრივ საბეჭდი მანქანის მომართვისას შეამცირებს მაკულატურას.
  • მოდულური კონსტრუკცია: Suprasetter-ი ვითარდება მოთხოვნების ზრდის მიხედვით -- ეს ეხება როგორც საბეჭდ ფორმებს, ასევე ფორმატების ზომებს, ასევე პერფორირებას და ავტომატიზაციის დონეს.
  • ფოკუსის ავტომატური კორეკცია: ნებისმიერი ფორმის უსწორმასწორობა ავტომატურად კომეპენსირდება. ამიტომაც უმრავლეს შემთხვევაში საჭირო არ არის ფორმების თავიდან ამოღება, რაც აღარ იწვევს სტამბის გაჩერებას.
  • ინტეგრირება: Suprasetter-ი Prinect-ის სამუშაო გარემოში ავტომატურად ინტეგრირდება, რაც სამუშაოს დაგეგმვის და მანქანებზე გადანაწილების იდეალურ გარემოს ქმნის.