Prinect Package Designer

მუყაოს ყუთების და საკვეთი დანების გასაკეთებელი ეფექტური CAD/CAM სისტემა.

 

 

- მუყაოს ყუთების დახაზვის და საკვეთი დანების გასაკეთებელი უნიკალური პროგრამული გადაწყვეტილება.
- დახაზული ყუთის სამგანზომილებაში გამოსახვა, და შემდეგ მისი დამკვეთთან გაგზავნის შესაძლებლობა.
- კეცვის ანიმაციური ჩვენება და მიწებების ადგილის მითითების საშუალება
- მზა ყუთების ჩაშენებილი ფართო ბიბლიოთეკა შეიცავს ECMA და FEFCO სრულ კატალოგებს.
- ოპცია – საკვეთი დანების გენერირების და დამზადების ინსტრუმენტების ნაკრებით.
- პროგრამის ამ ვერსიაში გამარტივებულია ყუთების ხაზვა, ჩვენება და მათი დალაგება.

 

პროგრამის შესაძლებლობები იწყება მუყაოს ყუთის პროექტით და დიზაინის შექმნით, შემდეგ გრძელდება მის გამოსახვით, საბეჭდ ფირფიტაზე განლაგებით და ბეჭდვის შემდგომი ინფორმაციის გენერირებით, რომელიც გადაეცემა საჭრელ მაგიდას. სამგანზომილებიანი და ყუთის კეცვის ანიმაციური ფანჯარა სამუშაოს ხდის ბევრად მარტივს და კოორდინირებულს. შექმნილი პროექტიდან შესაძლებელია საკეცი და წებოს მანქანის მომარტვაც ავტომატურ რეჟიმში. მასში ჩაშენებულია მზა ყუთების ფართო ბიბლიოთეკა, რომელიც შეიცავს ECMA და FEFCO სრულ კატალოგებს.

 

Prinect Package Designer-ის ინტეგრირება შესაძლებელია სრულ Prinect სამუშაო გარემოში. ეს იმას ნიშნავს რომ შექმნილი ყუთის CAD მონაცემებიდან (ქაღალდსი ტიპი, კეცვა, კვეთა და ა.შ.) შესაძლებელია ბეჭდვის შემდგომი ავტომატური დამუშავება.

 

ოპცია Synergy გვთავაზობს მართვის და პროექტირების გაფართოებულ საშუალებებს. შესაძლებელია მუყაოს ინდივიდუალური ბიბლიოთეკების შექმნა. ოპცია Diemaker შესაძლებელს ხდის რუტერის დანის მიმართულების ხელით მითითება, რაც აღნიშნუ სამუშაოს ბევრად სწრაფს და ეფექტურს ხდის.