Image Control

ანაბეჭდის გაზომვა და რეალურ დროში, შესაბამისი მონაცემების გადაცემა საბეჭდ მანქანაზე.

 

 

 

ნაბეჭდი პროდუქციის ხარისხზე მოთხოვნა, მუდმივად იზრდება. Prinect Image Control – მარტივი საშუალებაა აღნიშნული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. Prinect Image Control – ფერების მართვის და ხარისხის კონტროლის სისტემაა. მსოფლიოში ეს ერთადერთი ფოტოსფექტრომეტრული საზომი სისტემაა, რომელიც ზომავს სრულ ანაბეჭდს.
ანაბეჭდის სრული გაზომვა, ეს იმას ნიშნავს, რომ ფერების საზომი სკალა აღარ არის საჭირო. Prinect Image Control განსაზღვრავს ფერების ცვალებადობას, ანუ დედნისგან განსხვავებულ გადახრებს  და ავტომატურად აცნობებს ოპერატორს თუ რა ცვლილებებია შესატანი. აღნიშნული რეგულირებები დასტურდება ოპერატორისგან და იგზავნება საბეჭდი მანქანის მეხსიერებაში, რეალურ დროში, რომელსაც თავის მხრივ ყველა სექციაზე ერთდროულად, საღებავის ზონებზე, შეაქვს შესაბამისი ცვლილებები. Prinect Image Control ხარისხის საიმედო კონტროლს უზრუნველყოფს, რაც სტამბებს ძალიან უადვილებს, ფერთა შესაბამისობის მაღალი ხარისხის მოთხოვნებს, მთელი ტირაჟის განმავლობაში.

Prinect Image Control-ი თავსებადია შემდეგი საბეჭდი მანქანებისთვის:
Speedmaster® SM52, Speedmaster SX 52, Speedmaster SM 74, Speedmaster SX 74, Speedmaster XL 75, Speedmaster SM102, Speedmaster SX 102, Speedmaster CD 102, Speedmaster CX 102 and Speedmaster XL 106.