Prinect
ინტეგრირება Prinect -ში. Prinect-ის სამუშაო გარემოში ინტეგრირება საშუალებას იძლევა მოახდინოთ პოლიგრაფიული პროცესების ოპტიმიზირება, რაც საგრძნობლად გაზრდის ხარისხს და ეკონომიკურ ეფექტურობას.
ინტეგრირება Prinect -ში. Prinect -- სამუშაო გარემო, თქვენი "საშვია" ინტეგრირებული საბეჭდი წარმოების სამყაროში. იგი აერთიანებს წარმოების და ადმინისტრირების პროცესებს. გაერთიანდით Prinect-ში -- პოლიგრაფიული პროცესების და ეკონომიკური ეფექტურობის გასაზრდელად.
ბეჭდვითი პროცესების აქტიური მართვა ეფუძნება საიმედო ინფორმაციას. ეკონომიკურად ეფექტური ბეჭდვითი წარმოება იწყება დავალების მიღებით და თვითღირებულების გამოთვლით. შემდეგ გაივლის ბეჭდვამდელ მომზადებას, ბეჭდვას, ბეჭდვის შემდგომ გადამუშავებას და ბოლოს ფაქტურის გამოწერას. არსებული მონაცემების საფუძლვეზე სწორი გადაწყვეტილებების მისაღებად და მათი ეფექტურად მართვისთვის აუცილებელია ზუსტი ინფორმაცია თუ რა მდგომარეობაშია ესა თუ ის დავალება. ახალი დავალებების მიღება და დაწყება შესაძლებელია უმოკლეს დროში, რომელსაც ეფექტურად აკონტროლებთ, მიუხედავად იმისა დაგეგმილში რაიმე შეიძლება შეიცვალოს თუ არა.
სამუშაო პროცესის დაწყებიდან დასრულებამდე სრული გამჭვირვალობა. Prinect სამუშაო გარემოს საფუძვლად უდევს JDF სტანდარტი. იგი უზრუნველყოფს ინდივიდუალური პროცესების გამჭვირვალობას და საშუალებას იძლევა პოლიგრაფიული სამუშაო ვაკონტროლოთ დაწყებიდან დამთავრებამდე. ბეჭდვითი პროცესის ყველა ეტაპი აგებულია JDF ცენტრალიზირებულ დინებაზე, ციფრულ საქაღალდე შეიცავს ყველა შესასრულებელი დავალების ინფორმაციას.
მაქსიმალური ავტომატიზაცის დონე და ბეჭდვამდელი განყოფილებიდან მომზადების პირდაპირი კონტროლი. Prinect სისტემით შესაძლებელია ავტომატიზირდეს ისეთი პროცესები, რაც ადრე ხელით კეთდებოდა. შედეგად ემატება სამუშაოს შესრულების სიჩქარე და შეცდომის დაშვების ალბათობას ვამცირებთ მინიმუმამდე. მომხმარებლები თავისუფლდებიან ბევრი სტანდარტული დავალებებისგან, ამასთანავე პროცესი მათ მთლიან კონტროლშია. საჭიროებისამებრ, რაიმეს შესასწორებლად, პროცესში ჩარევაც შესაძლებელია.
მაქსიმალური წარმადობის RIP. Prinect-ის RIP-ი წარმოადგენს ორკომპიუტერიან კონფიგურაციას. ახალი თაობის პროგრამული უზრუნველყოფა შესაძლებელს ხდის რასტრირება მოხდეს პრიდაპირ PDF დოკუმენტებიდან და რა თქმა უნდა გამოცდილი ფორმატიდან PostScript. PDF დოკუმენტების გადამუშავების პროცესი ხორციელდება სრული კონტროლით რაც გამორიცხავს შეცდომის დაშვების ალბათობას. სამუშაო გარემოს ყველა ეტაპზე შესაძლებელია იდეალური შედეგის მიღება. ასეთი სტანდარტიზირებული მიდგომა ბეჭდვით პროცესებს ხდის მაქსიმალურად საიმედოს. მონაცემების კონტროლის დამატებითი სისტემების შემუშავება აღარ არის საჭირო. მთლიანი პროცესი კი ხდება ბევრად სწრაფი და შესაბამისად ეკონომიკურად ეფექტურიც.
იდეალური შედეგი როგორც საცდელ ანაბეჭდზე, ასევე საბეჭდ ფირფიტებზე. Prinect-ის სისტემაში საცდელი ანაბეჭდის და საბეჭდი ფორმის ამობეჭდვა ერთი RIP-იდან ხორციელდება. ამით იქმნება ფერის საერთო კონტროლის იდეალური საფუძველი -- როგორც საბეჭდ მანქანაზე ასევე საცდელ ანაბეჭდზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ საბეჭდ მანქანაზე დაბეჭდილის და საცდელი ანაბეჭდის შესაბამობას ბევრად მარტივად მივიღებთ.
ფერების იდეალური მართვა და საცდელი ანაბეჭდის მიღება. ყველა სტანდარტულ მოწყობილობებზე Prinect-ის საშუალებით შეძლებთ მიიღოთ საცდელი ანაბეჭდი, რადგან ბეჭდვა როგორც TIFF ასევე PDF ფაილებიდანაც არის შესაძლებელი. პროგნოზირებადი ფერის უზრუნველსაყოფად, საცდელი ანაბეჭდის და საბეჭდი ფორმის დამზადებისას Prinect-ის სისტემა იყენებს ICC პროფილებს. PDF/X ფაილებში ინტეგრირებული პროფილები ასევე აღიქმება Prinect-ის სისტემაში. ფერების სიზუსტის ინდივიდუალური შეხამების და კორექციისთვის Prinect სისტემას აქვს პროფილების გენერირების სპეციალური ინტერაქტიული საშუალებები. მაგალითად რთულად მისაღები ფერის რამოდენიმეჯერ განმეორებით პროფილირებისას, ICC პროფილი შედგება ისეთი ზუსტი, რომ თვალისთვისაც შეუძლებელია მისი გარჩევა.
რასტრირების პროცესის თავისუფალი არჩევანი. Prinect-ი მოიცავს ყველა ტიპის რასტრირების ნაირსახეობას -- კლასიკური (AM) რასტრი, (FM) რასტრი და ჰიბრიდული რასტრი. ასეთი მრავალფეროვნება გაძლევთ საშუალებას იყოთ დარწმუნებული სწორ არჩევანში, იმისდა მიხედვით თუ რა ტიპის საბეჭდი ფორმები უნდა გამოიყენოთ, რომელი ქაღალდი და რომელ საბეჭდ მანქანაზე უნდა შესრულდეს ბეჭდვა. PDF დოკუმენტის ფარგლებში შესაძლებელია ერთდროულად სხვადასხვა ტიპის რასტირების გამოყენება ისე, რომ სხვადასხვა ტიპის გამოსახულებებისთვის და ტექსტებისთვის შეირჩეს მათთვის ოპტიმალური რასტრირების მეთოდი. PDF დოკუმენტისთვის შესაძლებელია მხოლოდ Prinect-ში ინტეგრირებული რასტრირებების ტიპები, რაც გამორიცხავს არასწორ პარამეტრებს. ასეთი "ობიექტური" რასტრირება, საშუალებას იძლევა ბეჭდვის უაღრესად მაღალი ხარისხის მიღებას.
ფუნქცია Plate on Demand -- ფორმების დამზადების გაშვება საბეჭდი მანქანის პულტიდან. სამუშაო გარემოში ინტეგრირების ფუნქციის საშუალებით, საბეჭდი ფირფიტების დაშუქების მართვა შესაძლებელია საბეჭდი მანქანის პულტიდანაც. ამ ფუნქციამ შეიძინა სახელი Plate on Demand, იგი საბეჭდი მანქანების ოპერატორებს საშუალებას აძლევს ფირფიტები დააშუქონ მათი მანქანის პულტიდან. თანაც მათ არ სჭირდებათ რაიმე სპეციალური ცოდნა. ისინი უბრალოდ თავიანთი სენსორული მონიტორის საშუალებით, სიიდან ამოირჩევენ სასურველ ფირფიტას და გაუშვებენ. ღილაკის დაჭერის შემდეგ დაშუქდება საბეჭდი ფირფიტა -- ეს მექანიზმი ძალიან მოსახერხებელია რათა არ შეფერხდეს სტამბის მუშაობა.