ლაზერის მოდული

ტექნოლოგია - უმთავრესია.  Suprasetter-ებში გამოიყენება მხოლოდ Heidelberg-ის ლაზერის სისტემები. მრავალრიცხვოვანი ინოვაციები ყველა კლასის ფორმატში უზრუნველყოფენ საიმედოობას და სიზუსტეს.

 

ლაზერული ტექნოლოგია - დამზადებულია Heidelberg-ში. ფირფიტების სწრაფად და ხარისხიანად დაშუქებისთვის უმთავრესია ისეთი ლაზერული სისტემები, რომლებზეც შეიძლება დაყრდნობა. აღნიშნული ლაზერის მოდულები ექსკლუზიურად  Heidelberg-ის მიერ არის შექმნილი და იდეალურად უზრუნველყოფენ მაქსიმალური ხარისხის და წარმადობის თავსებადობას. კლასებში ფორმატით 75 და ზემოთ, წარმადობის გაზრდა შესაძლებელია ლაზერის მოდულების დამატებით. მოდულური კონსტრუქცია გაძლევთ საშუალებას ააწყოთ სხვადასხვა კონფიგურაცია, რომელიც დააკმაყოფილებს წარმოების ნებისმიერ მოთხოვნას. მოდერნიზაციისას ლაზერის მოდულების დამატება ხდება ადგილზევე. მათი უნიკალური კონცეპცია, კი იძლევა საშუალებას მოდერნიზაცია მოხდეს უმოკლეს ვადაში, მინიმალური სერვისის მომსახურებით.

ინტელექტუალური დიოდური სისტემა. ინტელექტუალური დიოდური სისტემის (IDS) საშუალებით  Heidelberg-ის ყველა ლაზერის მოდული გამოირჩევა დიდი საიმედოობით. თუ ცვეთის შედეგად რომელიმე დიოდი მწყობრიდან გამოვა წარმოება არ გაჩერდება. IDS სისტემა ავტომატურად მოძებნის მწყობრიდან გამოსული დიოდის მარჯვნიდან თუ მარცხნიდან აქტიური დიოდების ჯგუფის მაქსიმალურს და მათი საშუალებით გააგრძელებს დაშუქებას. აღნიშნულიდან გამომდინარე მცირდება იმის საშიშროება, რომ მანქანა გამოვიდეს მწყობრიდან და წარმოება გაჩერდეს.

ფოკუსის ავტომატური კორეკცია. ინტელექტუალური დიოდური სისტემასთან ერთად, ფოკუსის ავტომატური კორეკცია უზრუნველყოფს სტაბილურ წარმოებას. იგი ფორმის სიმრუდის მიუხედავად ავტომატურად ფოკუსირდება. Suprasetter-ი ფირფიტების დაშუქების უაღრესად მაღალ ხარისხს გვაძლევს. შედეგად აღარ არის საჭირო მეორედ ან მესამედ ფირფიტის დაშუქება. შესაბამისად აღარ მოხდება სტამბის გაჩერება.

ფირფიტების პერფორირება მაღალი სიზუსტით. Suprasetter-ის ყველა მოდელზე დამკვეთის სურვილის მიხედვით აღიჭურვება პერფორირების უზუსტესი სისტემებით. შესაბამისად მანქანის მომართვის დრო მცირდება, რაც თავის მხრივ ამცირებს მაკულატურას.

ნარჩენების მოსაშორებელი სისტემა. დამკვეთის მოთხოვნით შესაძლებელია ნარჩენების მოსაშორებელი სისტემის ინტეგრირება. იგი ერთგვარი მტვერსასრუტია, რომელიც ფირფიტაზე ლაზერის ამოწვისგან დარჩენილ მტვერს და ნარჩენებს ისრუტავს და ხელს უშლის აღნიშნული ნარჩენების მანქანიში დაგროვებას.