Suprasetter 75/A106/106

Suprasetter 75/A106/106: მაღალი საექსპლოატაციო თვისებები საშუალო ფორმატისთვის. ეს მოწყობილობა თავისი მოდულური კონსტრუქციით სტამბის მოთხოვნების ზრდისას მისი საიმედო პარტიორი ხდება.

 

Suprasetter-ი “იზრდება” მოთხოვნილებების ზრდასთან ერთად. Suprasetter 75/A106/106 მოდელებში რომლებშიც გამოყენებულია უნიკალური CtP ტექნოლოგია, გვაძლევს საშუალებას მივიღოთ უმაღლესი ხარისხის პროდუქტი და მათი საიმედო წარმოება. ამ კლასის  Suprasetter-ები ასევე გამოირჩევიან სხვადასხვა ფუნქციონალობით -- ეს ეხება სხვადასხვა ფორმატის და ტიპის ფორმებთან მუშაობას, ასევე პერფორაციას და ავტომატიზაციის დონეს. ამ მოწყობილობის ნებისმიერი კონფიგურაციის არჩევაა შესაძლებელი. მათი კონფიგურაციის სპექტრი ვრცელდება ბაზური მოდელიდან გაგრძელებული ერთკასეტიანი ჩამტვრითავით (SCL) და დამთავრებული სრულად ავტომატურ მოდელამდე, მრავალკასეტიანი ავტომატური ჩამტვირთავით (MCL). SCL-ში გამოიყენება ერთი კასეტა, MCL-ში შესაძლებალია მოთავსდეს 4 კასეტამდე, რომლებშიც შეიძლება ჩალაგდეს სხვადასხვა ტიპის და ფორმატის ფირფიტები.

ავტომატიზაცია SCL-ის და MCL-ის საშუალებით. კლასებში ფორმატებით 75 და 105, ფორმების მიმწოდებელები SCL ან MCL მუშაობას ახორციელებენ სრულ ავტომატურ რეჟიმში. საფენი ქაღალდის მოშორების შემდეგ SCL ფორმას აწვდის Suprasetter-ს და დაშუქების შემდეგ გამოაქვს Online processor-ის გავლით, რომელიც მოწყობილობაზე გვერდიდანაა მიდგმული.

დიდი მოცულობა. თითოეულ კასეტაში ფირფიტების რაოდენობა სისქით 0.15მმ ეტევა 150, ხოლო 0.3მმ – 100. MCL-სთან მუშაობისას 4 კასეტამდე მართვაა შესაძლებელი ონლაინ რეჟიმში, რომელთა საერთო მაქსიმალური ტევადობაა 600 ფირფიტა. ოპერატორი ირჩევს კასეტებში ერთი ფორმატის ფირფიტები ჩაიტვირთოს, თუ სხვადასხვა. ასეთი ფუნქციონალობა შესაძლებელს ხდის კასეტების ჩატვირთვის გარეშე იმუშაო რამოდენიმე საათი. როდესაც მანქანა მიიღებს სხვა ფორმატის ფაილის გაშვების ბრძანებას იგი ავტომატურად შეცვლის კასეტას, რაც ძალიან მოსახერხებელია.

სისტემა Smart Plate Handling. რადგანაც ფორმების ავტომატური ჩამტვირთავი CtP-ს უყენდება უკანა მხრიდან, ფორმების ხელით მიწოდება არ უქმდება. ამიტომაც  Smart Plate Handling  სისტემით მაქსიმალურად მარტივი და მოსახერხებელია ფორმებთან მუშაობა, რომელიც გათვალისწინებულია ყველა დონის  Suprasetter 75/A106/106-ებთან. კონვეერი ჩამონტაჟებულია ავტომატურ მიმწოდებელში, რაც სისტემას ძალიან კომპაქტურს ხდის. მცირე ზომის ფართობის გამოყენების გარდა, აღნიშნული ბევრად მოსახერხებელია ვიდრე გარე კონვეერი. სრულ ავტომატიზაციის მაქნიზმის დროსაც კი Suprasetter-ს ასევე შესაძლებელია ხელით მივაწოდოთ ფორმები.

ტემპერატურის სტაბილიზატორი. ყველა კომპონენტს, რომელიც მონაწილეობს ფირფიტების დაშუქებაში ტემპერატურა უნარჩუნდება ერთ დონეზე. ფირფიტების დაშუქება ხდება ყოველთვის ერთ პირობებში -- დაშუქებისას, ეს თვისება ძალიან მნიშვნეოვანია. შესაბამისად გადახრები, რომლებიც ტემპერატურის ცვლილებით შეიძლება წარმოიშვას აღარ არსებობს. ეს თავის მხრივ უზრუნველყოფს უაღრესად დიდ სიზუსტეს, რაც გამოიხატება საბეჭდი მანქანის მომართვის დროის საგრძნობლად შემცირებით.

საწყისი დონის მოდელი  Suprasetter  A106. ეს მოდელი შექმნილია იმისთვის, რომ  Heidelberg-ის დამკვეთებს ჰქონდეთ საშუალება, დაინახონ  Suprasetter-ის  მოდულური სისტემის და მუშაობის კონცეპციის უპირატესობები, რომელიც ამ კლასშია ჩადებულია. თანაც მისი ფასი საკმაოდ ზომიერია. მის შემადგენლობაშია ერთი ლაზერის მოდული, მისი სიჩქარის გაზრდა შემდგომში შეუძლებელია.

Prinect-თან ინტეგრირება. Suprasetter 75/A106/106 მოდელები უპრობლემოდ ინტეგრირდებიან Prinect-ის სამუშაო გარემოში. სტანდარტული დავალებების გადასამუშავებლად თავსებადია  Adobe® PostScript Interpreter. ასევე Prinect MetaDimension-ში ინტეგრირებულია Adobe PDF Print Engine მოდული, რაც PDF ფაილების გადამუშავების საშუალებას იძლევა. რასტრირების სხვადასხვა ტიპის შერჩევის საშუალება და ფუნქციები Plate on Demand, რომელიც საშუალებას იძლევა წარმოება გაიშვას პირდაპირ საბეჭდი მანქანის პულტიდან, იდეალურია  წარმოების მაქსიმალური მოქნილობისთვის.