Suprasetter 145/162/190

Suprasetter 145/162/190: იდეალური პარტნიორია მსხვილი ფორმატებისთვისაც. გამოცდილი ტექნოლოგია  Suprasetter  იდეალური საფუძველია სტამბის მაქსიმალური შეძაძლებლობების გამოსავლენად.

 

გამოცდილი და საიმედო ხარისხი მსხვილი ფორმატებისთვის. მსხვილი ფორმატის მოდელებში Suprasetter 145/162/190 საფუძვლად უდევს -- აღნიშნულ კლასში ყველა ფორმატის CtP-სთვის გამოცდილი ტექნოლოგია. პირველ რიგში ლაპარაკია  Heidelberg-ის მიერ დაპატენტებული ინტელექტუალურ დიოდურ სისტემაზე (IDS). სხვადახვა მახასიათებლებში გამოირჩევა ასევე ავტომატური ფოკუსის გასწორება, ტემპერატურის სტაბილიზატორი და ექსპლოატაციის სიამრტივე. აღნიშნული  platesetter-ები მსხვილ ფორმატებში ხარისხის, საიმედოობის, მოქნილობის და მოსახერხებელ გამოყენებაში ახალ სტანდარტებს ქმნიან თავიანთ კლასში.
უნიკალური მოდულური კონსტრუკციის საშუალებით,  platesetter შეიძლება დაკონფიგურირდეს დამკვეთის მოთხოვნების შესაბამისად. რაც შეეხება შემდგომში დამატებითი პერფორირების სისტემის დაყენებას და დამატებითი ლაზერის მოდულების ჩამონტაჟებას -- მოდერნიზაცია ხდება ადგილზევე, უმოკლეს ვადაში. შედეგად სტამბა არ გაჩერდება და მალევე შეძლებს მუშაობის გაგრძელებას.

ფირფიტების სხვადასხვა ტიპების და ფორმატების სფეროში მაქსიმალური მოქნილობა. Suprasetter 145/162/190 მოდელები შესანიშნავ მოქნილობას და დიდ შთაბეჭდილებას ახდენენ. ეს ეხება საბეჭდი ფირფიტების როგორც მსხვილ ფორმატს ასევე მათ ტიპებს. სრულ ავტომატურ მოწყობილობაში ეტევა ექვსამდე კასეტა. თითოეულ მათგანში შესაძლებალია მოთავსდეს 100 სხვადასხვა ფორმატის ფირფიტა. ამგვარად ფირფიტების ტევადობის რაოდენობა შეადგენს 600. კასეტების ავტომატური შერჩევა კი ამ მოდელებს მაქსიმალურ ეფექტურობას სძენს. აღნიშნული platesetter-ების კიდევ ერთ უპირატესობად უნდა აღინიშნოს ის, რომ მიუხედავად იმისა სრულ ავტომატურ რეჟიმში მუშაობს თუ არა, ფირფიტების ხელით მიწოდების საშუალება ყოველთვის შესაძლებელია.

ფირფიტების პერფორირების უზუსტესი სისტემა. დამკვეთის მოთხოვნით Suprasetter 145/162/190  მოდელები შესაძლებელია აღიჭურვოს უზუსტესი პერფორაციის სისტემით. შესაბამისად მცირდება საბეჭდი მანქანის მომართვის დრო, რასაც თავის მხრივ მაკულატურა მინიმუმამდე დაჰყავს. დამატებითი პერფორაციის სისტემის დაყენება შესაძლებელია ადგილზევე, უმოკლეს ვადაში.

Prinect სამუშაო გარემოში ინტეგრირება. რა თქმა უნდა მოდელები  Suprasetter  145/162/190 უპრობლემოდ ინტეგრირდებიან  Prinect სამუშაო გარემოში. ამით სამუშაოს ოპტიმიზაცია და წარმადობა საგრძნობლად იზრდება. Prinect MetaShooter®-ის საშუალებით  Suprasetter  145/162/190 ჩართვა სხვა მწარმოებლის სამუშაო გარემოშიც არის  შესაძლებელი.