Prinect Signa Station

საბეჭდ ფირფიტაზე, ანაბეჭდის დასალაგებელი პროგრამული გადაწყვეტილება.

 

 

- ანაბეჭდის დალაგების, უამრავი ფუნქციები და შესაძლებლობები
- მარტივი და გასაგები ინსტრუმენტები
- სამუშაო პროცესის ვიზუალური კონტროლი
- საბეჭდი ფირფიტის და საკეცი ქაღალდის ცალკეული მართვა
- ოპცია Packaging Pro – შესაფუთი ყუთების დასალაგებლად
- ოპცია Sheet Optimizer – შეკვეთის სხვადასხვა ტირაჟის საბეჭდ ფირფიტაზე ოპტიმალურად დასალაგებლად
- ოპცია Barcode Generator – შტრიხკოდები გენერატორი, PDF დოკუმენტში მოსახერხებლად განსათავსებლად

 

Prinect® Signa Station® – მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი პროგრამული გადაწყვეტილებაა, რომელიც გამოიყენება საბეჭდი ფირფიტაზე ანაბეჭდის განლაგებისთვის. მარტივად გასაგები, ვიზუალურად კონტროლირებადი ინტერფეისი და სპეციალური ინსტრუმენტები, მომხმარებელს აძლევს საშუალებას ადვილად განახორციელოს როგორც მარტივი, ასევე რთული დავალებები. მასში კონცეპტუალურად დაყოფილია საბეჭდი ფირფიტის და საკეცი ქაღალდის ცალკეული მართვა, სხვადასხვა რთულად დასალაგებელი დავალების შესასრულებლად.

 

Prinect სამუშაო გარემოში Prinect Signa Station-ი მისი ინტეგრირებული ნაწილი ხდება, რომელიც მონაცემებს იღებს, როგორც Prinect Web-to-Print Manager-დან, ასევე Prinect Business Manager-იდან, მიღებული მონაცემების საფუძველზე, ხდება დავალების ავტომატური შესრულება და ფირფიტაზე ანაბეჭდის ოპტიმალური დალაგება Gang Assistant-ის მეშვეობით. ავტომატური განლაგების ოპცია Sheet Optimizer, საშუალებას იძლევა სხვადასხვა ტიპის და ფორმატის ანაბეჭდები, საბეჭდ ფირფიტაზე დალაგდეს ავტომატურად, თავიანთი ტირაჟის გათვალისწინებით.