Prinect Prepress Manager

ბეჭდვამდელი პროცესების ავტომატიზაციის პროგრამული გადაწყვეტილება.

 

 

- ბეჭდვამდელი პროცესების ავტომატიზაციის გარემო
- მოდულური კონსტრუქცია
- კომპაქტურობა და მარტივი კონფიგურირება
- Prinect Cockpit მოდულის მეშვეობით ბეჭდვამდელი პროცესების კონტროლი და ოპტიმიზება ხორციელდება
- რიპის* სახით გამოიყენება Prinect Renderer.
- რიპის* სახით ასევე შესაძლებელია იმავე ვერსიის Prinect MetaDimension-ის გამოყენებაც.

Prinect Prepress Manager-ი ბეჭდვამდელ პროცესებს საგრძნობლად ამარტივებს და აჩქარებს. სამუშაო პროცესების კონტროლი და ავტომატიზაცია ხორციელდება ცენტრალური მართვის მოდულით Prinect Cockpit-ის მეშვეობით. მისი მოდულური სისტემა სტამბას საშუალებას აძლევს შეარჩიოს კომპაქტური, მინიმალური ვერსიიდან, რომელიც ერთ სერვერზე ყენდება, ასევე სრულ ვერსიამდე, რომელიც სტამბის ყველა სამუშაო გარემოში ინტეგრირდება. სხვადასხვა ფუნქციები, როგორებიცაა ფაილების ავტომატური შემოწმება, მათი ოპტიმიზება, საბეჭდ ფირფიტაზე განლაგება, რიპირება, დადასტურებაზე გაშვება და ბეჭდვა, შესაძლებელია განხორციელდეს ავტომატურად.

რიპირება ხორციელდება Prinect Renderer-ის მეშვეობით, Adobe PDF Engine-ის უკანასკნელი ვერსიაზე დაყრდნობით. საღებავის ზონალური გასწორების პირველადი მონაცემები გადაეცემა საბეჭდ მანქანას, რომელიც ზოგავს ძვირფას დროს, რაც აისახება საბეჭდი მანქანის მომართვისას.

 

----------------
* RIP (Raster Image Processor), ანაბეჭდის რასტრირების პროცესორი