Prinect S
ბეჭდვამდელი პროცესების ოპტიმიზების პროგრამული გადაწყვეტილება.
მკაცრი კონკურენცია ბაზარზე, ქმნის პატარა და საშუალო სტამბებს, რომლებიც ცდილობენ ყველა მხრივ შეამცირონ დანახარჯები როგორც საბეჭდ საამქროში ასევე ბეჭდვამდელ განყოფილებაში. აქედან გამომდინარე მოძველებული პროგრამები და რიპები უნდა შეიცვალოს ახლით, რომელსაც აქვს საქმის ოპტიმიზების უამრავი საშუალებები. Prinect S არ გვთავაზობს მხოლოდ საბეჭდ საამქროსთან ინტეგრირებას, მას შეუძლია ასევე მიიღოს მონაცემები MIS სისტემებიდან, რაც საქმის ავტომატიზების, დროის დაზოგვის, წარმადობის გაზრდის და ხარჯების შემცირების, ძალიან დიდ შესაძლებლობებს იძლევა. მისი ინსტალაცია ხორციელდება ძალიან მარტივად და პერსონალის სწავლებაც არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას.
Prinect S-ის მიმზიდველ და განახლებად ფუნქციებში ინვესტიცია, გაძლევთ საშუალებას, აიღოთ გეზი სრული ინტეგრირებული სამუშაო გარემოს ზრდისკენ.
რიპირება* ხორციელდება Prinect Renderer-ის მეშვეობით, Adobe PDF Engine-ის უკანასკნელი ვერსიაზე დაყრდნობით. საღებავის ზონალური გასწორების პირველადი მონაცემები გადაეცემა საბეჭდ მანქანას, რომელიც ზოგავს ძვირფას დროს, რაც აისახება საბეჭდი მანქანის მომართვისას.
----------
* RIP (Raster Image Processor), ანაბეჭდის რასტრირების პროცესორი