Prinect Screening Family
ყველა ტიპის რასტრირების მეთოდები კომპანია ჰაიდელბერგისგან.
- ჰაიდელბერგის რასტრირების ყველა მეთოდის გამოყენების შესაძლებლობა: Prinect AM Screening, Prinect Stochastic Screening და Prinect Hybrid Screening.
- სპეციფიკური-ობიექტების სხვადასხვა რასტრირების საშუალება.
კომპანია ჰაიდელბერგის რასტრირების მეთოდები მოიცავენ ყველა ტიპის კლასიკურ amplitude-modulated AM, frequency-modulated FM და ჰიბრიდულ რასტრირების მეთოდებს. ასეთი მრავალფეროვანი არჩევანი საშუალებას იძლევა რასტრირების ტიპის შერჩევას, სხვადასხვა სირთულის ანაბეჭდებისთვის. ფირმა ჰაიდელბერგი, Irrational Screening (IS) რასტრირების მეშვეობით ადგენს AM რასტრირების ახალ სტანდარტებს, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს ოპტიმალურ ბეჭდვით მახასიათებლებს რთული ანაბეჭდის დროსაც კი, მაგალითად, როგორიც არის ადამიანის კანის ტონალობა. FM რასტრირების შემთხვევაში ფირმა ჰაიდელბერგი გვთავაზობს Prinect® Stochastic Screening, რომელიც წარმოგვიდგენს მაქსიმალურ სიმკვეთრეს და ბუნებრივ ანაბეჭდს. რასტრირების მეთოდი Prinect Hybrid Screening აერთიანებს, ორი ტიპის რასტრირების AM და FM მეთოდების უპირატესობებს. ჩაშენებული პროგრამული მოდული Calibration Manager-ი საშუალებას იძლევა, ჩამოთვლილიდან ყველა ტიპის რასტრირების კალიბრირებას და პროცესების სტანტარტიზაციას.
ანაბეჭდის რეპროდუქციის ოპტიმიზაციის და მოქნილობისთვის Prinect Render-ს და Prinect MetaDimensions აქვთ შესაძლებლობა ანაბეჭდზე სხვადასხვა ობიექტების სხვადასხვა რასტრირების მეთოდით ბეჭდვაზე გაშვება. Adobe Acrobat®-ის ფლაგინის Prinect PDF Toolbox-ის მეშვეობით PDF დოკუმენტში შესაძლებელია, ვიზუალურად შერიჩეს რასტრირების მეთოდი თითოეული ობიექტისთვის.